logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ერთადერთი, ვის ინტერესშიც საგამოძიებო კომისიის შექმნაა, არის თავად დავით კეზერაშვილი, რათა წინსწრებით გაიგოს, რა სავარაუდო მტკიცებულებები და ეჭვები არსებობს
- +

3 მაისი. 2023. 23:41

"სინამდვილეში ერთადერთი, ვის ინტერესშიც არის ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა, არის თავად დავით კეზერაშვილი. საგამოძიებო კომისიას რაც შეუძლია გააკეთოს, არის ის, რომ გამოძიებაში არსებული მასალები, საკითხები გამოიტანოს საჯაროდ. დიდი ალბათობით, სწორედ ამის მიმართ აქვს ინტერესი დავით კეზერაშვილს,"- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერში“ განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პარტია „საქართველოსთვის“ გამოყენებულია ფარად იმისთვის, რომ დააყენონ ამ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა.

„იცით ყველამ, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო მასშტაბით. საქართველო და ჩვენი პროკურატურა არის ნაწილი ამ ჯგუფისა, მიდის ამ საკითხების ეტაპობრივი გაშიფვრა. არის საკითხები, რომელიც გამოძიებას აქვს. საქართველოს თანამშრომლობას ყველა აფასებს, აღიარებს. გახსოვთ, გერმანელი პროკურორები იყვნენ ჩამოსული, იყო ერთობლივი ბრიფინგი, როდესაც პირველად გაიხსნა ეს ქსელი. საქართველო არის ამ გამოძიების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. ვხედავთ, რომ ეს გამოძიება ძალიან ბევრ ადამიანს მისწვდა და ძალიან სკრუპულოზურად მუშაობს. აქ სახელმწიფოს ინტერესია, ეს საკითხი ბოლომდე იყოს გამოძიებული პროფესიონალურად.

მეორე მხრივ, ინტერესი ვისაც აქვს, რომ რაც შეიძლება წინსწრებით გახდეს ცნობილი, თუ რა არის შიგნით მასალებში, არის თავად დავით კეზერაშვილი. სახელმწიფოს ინტერესი, თუნდაც უმრავლესობის პოლიტიკური ინტერესი რა შეიძლება იყოს, რაც უფრო მეტი რაღაც გამომზევება, უფრო მეტად დავინახავთ იმას, რაც უკვე გავიგეთ მედიის მხრიდან, დავით კეზერაშვილის და „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული სხვა პირების მონაწილეობა ამ ქსელში. პოლიტიკურად რომ შევხედოთ, შეიძლება ჩვენი ინტერესი იყოს ამის გამომზევება, მაგრამ ვინაიდან ჩვენი ინტერესია, რომ ეს გამოძიება წარიმართოს ბოლომდე პროფესიონალურად და თავის დროზე იქნას ყველაფერი გამომზეურებულიც, გამოძიებულიც და მტკიცებულებები შეგროვებული, ამიტომ გამოძიების ინტერესი არის ის, რომ დროზე ადრე რაღაც საკითხები არ გახმაურდეს და პირიქით - დავით კეზერაშვილის ინტერესია ამის დროზე ადრე გახმაურება და საინტერესო ხრიკი და სვლა არის, რომ ის იყენებს ამ პარტიას იმისთვის, რომ დააინიციროს საგამოძიებო კომისია. არ ვიცი რეალურად რა და როგორ ხდება, მაგრამ ლოგიკურად ასე ჩანს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner