logo_geo
eng_logo
ირაკლი შიოლაშვილი სოფელ ნუკრიანის მოსახლეობას შეხვდა
- +

2 სექტემბერი. 2016. 13:13



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი სიღნაღსა და დედოფლისწყაროში, ირაკლი შიოლაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის მოსახლეობას შეხვდა.


შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. კანდიდატმა ამომრჩეველს ,,ქართული ოცნების" სამოქმედო გეგმა გააცნო. შიოლაშვილის თქმით, განვითარების პროცესი დაწყებულია და მნიშვნელოვანია, რომ ეს ტენდენცია 8 ოქტომბრის შემდეგ კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდეს.

 

„ამ სოფელს სჭირდება ტურისტული კუთხით განვითარება და ხელშეწყობა. ამისათვის  ინფრასტრუქტურის მოწყობაა საჭირო. მნიშვნელოვანია ასევე, ახალგაზრდებისთვის გასართობი ადგილებისა და სპორტული მოედნების მოწყობა", - განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.


ირაკლი შიოლაშვილმა მოსახლეობას „მთის კანონის" შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

 

„თქვენი სოფელი მაღალმთიანია. ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელმაც მთას უნდა უშველოს. ამ კანონით გათვალისწინებული შეღავათები მიგრაციას შეაჩერებს",- აღნიშნა შეხვედრაზე მაჟორიტარობის კანდიდატმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner