"პირდაპირ ვიტყვი, ოპოზიციას არანაირი რესურსი არ გააჩნია, არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ საზოგადოების მხრიდან და ეს ძალიან კარგად იციან," - ამის შესახებ კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის თქმით, ამის ნათელი მაგალითია აპრილში ჩატარებული შუალედური და რიგგარეშე არჩევნები.
„მათ თავიდანვე იცოდნენ, რომ ყველა ოლქში დამარცხდებოდნენ და ეს დამაზიანებელი იქნებოდა მათთვის. შესაბამისად, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არჩევნებში არ მონაწილეობენ. თუმცა, არჩევნებზე მისულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაუდასტურა მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“. რა ვადამდელ არჩევნებზეა საუბარი, როდესაც 2024 წელი კარზეა მომდგარი და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მიმართულებით დაწყებული გვაქვს მუშაობა“, - განაცხადა კალაძემ.