logo_geo
eng_logo
კახა კალაძე ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებაზე: ჩვენ არ გვადარდებს და არ გვანაღვლებს მათი მოქმედების სტრატეგია. როგორც უნდათ, ისე გადაწყვიტონ. მაინც ერთი შინაარსის ადამიანები არიანჩვენ გვაქვს საკუთარი პარტია, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს აღებული ქვე
- +

4 მაისი. 2023. 00:31

"ჩვენ გვაქვს საკუთარი პარტია, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს აღებული ქვეყნისა და ხალხის წინაშე," - ამის შესახებ კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ოპოზიციის გაერთიანების შესაძლებლობაზეც ისაუბრა.

„ეს მათი გადასაწყვეტია, რა ტაქტიკა ექნებათ. ჩვენ არ გვადარდებს და არ გვანაღვლებს მათი მოქმედების სტრატეგია. ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, ჩვენი სტრატეგია. შესაბამისად, მივყვებით იმ გეგმას, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. მათ როგორც უნდათ, ისე გადაწყვიტონ. მაინც ერთი შინაარსის ადამიანები არიან, ერთი ხერხემალი აქვთ ყველას“, - განაცხადა კალაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner