logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა უფრო პოლიტიკური ხმაურის შესაქმნელად არის მიმართული, ვიდრე კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მისაღწევად
- +

4 მაისი. 2023. 10:48

 

 

ვფიქრობ, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა უფრო პოლიტიკური ხმაურის შესაქმნელად არის მიმართული, ვიდრე კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მისაღწევად“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

 

თავისთავად ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოება წარიმართოს, მაგრამ არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიციას რამე დიდი პერსპექტივის იმედი უნდა ჰქონდეს ამ მიმართულებით; არ მგონია, რომ გამართლებული იყოს მათი მხრიდან ეს არჩევანი. ვფიქრობ, უფრო მეტად ახალი პოლიტიკური აჟიოტაჟის ან ახალი ასპარეზის გამოჩენის საშუალებად უფრო განიხილება ეს მათთვის, ვიდრე რეალურ ინსტრუმენტად, რომ რაღაც პოზიტიურ ცვლილებებს მიაღწიონ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

მისი თქმით, როდესაც აშშ აკეთებს განცხადებებს საჯარო სივრცეებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ერთადერთი წყარო, რაც ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, გამოყენებულია, არის ოპონენტების მიერ საჯარო სივრცეში ნასაუბრები ამ თემასთან დაკავშირებით.

 

ისინი კონკრეტულ წყაროს არ ასახელებენ და კონკრეტულ განმარტებებს არ აკეთებენ იმასთან დაკავშირებით, რა გახდა მოსამართლეთა მიმართ სანქციების გამოყენების მიზეზი. სხვათა შორის, ამას ელჩმაც ვერ გასცა პასუხი“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner