logo_geo
eng_logo
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს სატრანსპორტო დარგებმა 2,4 პროცენტით მეტი ტვირთი გადაზიდა
- +

4 მაისი. 2023. 12:17

 

 

2023 წლის იანვარი-მარტის პერიოდში, საქართველოს სატრანსპორტო დარგების (საავტომობილო, რკინიგზა, სამოქალაქო ავიაცია) მიერ ჯამურად გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 9.5 მილიონი ტონა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 2.4%-ით მეტია (9.3 მილიონი ტონა).

 

ამასთან, საანგარიშო პერიოდში საავტომობილო ტრანსპორტით, ჯამურად, 6.4 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 1.1% - ით მეტია.

 

რაც შეეხება რკინიგზას, ჯამურად გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 3.2 მილიონი ტონა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 5.0%-ით მეტია.

 

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მიერ ჯამურად გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 4.01 ათასი ტონა, რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.4%-ით აჭარბებს.

 

საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში, კერძოდ, ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა ტვირთების რაოდენობამ 2023 წლის იანვარ-მარტის პერიოდში შეადგინა 2.8 მილიონი ტონა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 6.8%-ით ნაკლებია. 2023 წლის პირველ კვარტალში აღნიშნულ საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 147,021 TEU, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 45.4%-ით მეტია (101,093 TEU).

 

ამასთან, ფოთის საზღვაო ნავსადგურში გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 124,256 TEU, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 66.0%-ით მეტია (74,853 TEU).

 

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს სატრანსპორტო დარგების (საავტომობილო, რკინიგზა, სამოქალაქო ავიაცია) მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის პოზიტიური დინამიკა დაფიქსირდა. ჯამურმა მაჩვენებელმა 85.8 მილიონი მგზავრი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 1.5%-ით მეტია.

 

ყველაზე მეტი მგზავრი გადაიყვანა საავტომობილო ტრანსპორტმა - 84.3 მილიონი, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 0.8% - ით მეტია. 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებმა 1.0 მილიონი მგზავრი გადაიყვანეს, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 48.6% -ით მეტია. რაც შეეხება საქართველოს რკინიგზის მგზავრთნაკადს, 2023 წლის იანვარ-მარტის პერიოდში, რკინიგზა 0.5 მილიონი მგზავრს მოემსახურა, რაც 98.3%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner