ავტორი ანა ნონიკაშვილი
„ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან აქტივობას დადებითად ვაფასებ. ჰაერის და წყლის გარდა საზოგადოებას ინფორმაცია სჭირდება",- ამ სიტყვებით აფასებს „რეპორტიორთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის „GDS-ის" ეთერში, რეგიონალური მედიის ჟურნალისტებთან შეხვედრას.
„შტატებში ვარ შეხვედრებზე და ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა არ მინახავს, მაგრამ ბატონი ბიძინას აქტივობას ჟურნალისტებთან დადებითად ვაფასებ. ჰაერის და წყლის გარდა, საზოგადოებას ინფორმაცია სჭირდება.
სწორი ინფორმაციის მოსმენა ზოგჯერ ჰაერზე და წყალზე მნიშვნელოვანია",- აღნიშნა ქუცნაშვილმა.