აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაერთიანებული არაბთა საამიროების სავაჭრო-სამრეწველო პალატების ფედერაციის გენერალურ მდივანს ჰუმეიდ ბენ სალემს და სარჯას სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს სულთან ალ ოვეის შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ბოლო წლებში სავაჭრო-ეკონომიკური, ტურისტული ურთიერთობის გააქტიურებას.
მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და ეკონომიკური ფორუმის ბათუმში გამართვასთან დაკავშირებით.
შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე ესწრებოდა.