logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: პრემიერს ყოვლისმომცველი, რწმენაზე კულტურასა და ისტორიაზე დაფუძნებული გამოსვლა ჰქონდა
- +

4 მაისი. 2023. 13:50

 

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიური კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. პრემიერს ყოვლისმომცველი, რწმენაზე კულტურასა და ისტორიაზე დაფუძნებული გამოსვლა ჰქონდა“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, პრემიერმა ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიური კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ოჯახის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც, ჩიხელიძის თქმით, ძლიერი სოციუმის წინაპირობაა.

 

არის ღირებულებები და ტრადიციები, რომლებიც ბუნებრივი განვითარების პირობებში მტკიცდება და ძლიერდება, მათ შორის, რა თქმა უნდა, არის ოჯახი, რომელიც ხელოვნური ჩარევის გამო, განმტკიცების ნაცვლად სუსტდება. პრემიერმა სწორედ ოჯახის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ძლიერი სოციუმის წინაპირობაა. საქართველოში პრემიერის უნგრეთში ვიზიტს სკეპტიკურად და ქილიკით შეხვდნენ, ამ ადამიანებმა საკუთარი პოზიციით ღიად დააფიქსირეს, რომ ებრძვიან არა მხოლოდ პრემიერს, არამედ რელიგიას და ქრისტიანობას.

 

პრემიერმა რამდენიმე საკვანძო ფრაზა თქვა, მათ შორის, უმცირესობის შესახებ, არ დავუშვებთ უმცირესობის წარმომადგენლებზე ძალადობას, ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას უმრავლესობაზე, ვიცავთ უმრავლესობის უფლებებს, ვისთვისაც დედა ქალია, მამა კი - კაცი. სანამ უმცირესობა ჩაგრულის როლს მოირგებს, პრემიერის სიტყვები გაიხსენონ, ასევე, გაიხსენონ, რომ დემოკრატია, რაც მათ ასე ხიბლავთ, უმრავლესობის მმართველობაა და არა უმცირესობის. სხვა საკითხთა შორის აღსანიშნავია, მსოფლიოსთვის საქართველოს ისტორიის, ისტორიაში ქრისტიანობის როლის შეხსენება, თამარ მეფე, პირველი კონსტიტუცია და .. პრემიერს სრულად ვეთანხმები, სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში სიმართლე პროგრესის, მონობა კი თავისუფლების სახელით ინიღბება,“ - წერს ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner