logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე ირანის ელჩს შეხვდა
- +

4 მაისი. 2023. 17:56

 

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე  საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა.

 

ნიკოლოზ სამხარაძემ ირანელ დიპლომატს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში არსებულ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

 

მხარეებმა, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ვითარების დარეგულირების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

 

შეხვედრისას ასევე, განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის მიმართულებები, საპარლამენტო ურთიერთობები და კულტურის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების საკითხები.

 

ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ირანის ისლამური რესპუბლიკის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner