ავტორი თამუნა ნათაძე
მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა „რეპორტიორთან" თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„დამოუკიდებელ მაჟორიტარს პროგრამა არ გააჩნია, მაგრამ აქვს ხედვა, რა შეიძლება გაკეთდეს პარლამენტში. მე ვაპირებ პირველ რიგში შევიდე პარლამენტში იმ საკითხით, რომელზეც ვიბრძვი უკვე რამდენი ხანია - მოქალაქეობის არჩამორთმების და უცხოეთში მყოფი ემიგრანტების ინტერესების დაცვის საკითხით. ასევე ვაპირებ, რომ დავიცვა ის ხედვა ევროპულობის, რაც მოიცავს სტანდარტების გაუმჯობესებას და ჩვენს ქვეყანაში ცხოვრების იმ სტილისა და დონის შემოტანას, რომელსაც ვეძებთ ჩვენ უცხოეთში. ეს ეხება ჯანდაცვას, გამწვანებას, არქიტექტურას, ეს ეხება ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს, სადაც გვინდა, გავხდეთ უფრო თანამედროვე და კომფორტული ქვეყანა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.