უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ომის დანაშაულებისთვის გაასამართლებს.
„რა თქმა უნდა, აქ, ჰააგაში ყველას გვინდა, ვიხილოთ სხვა ვლადიმირი. ის იმსახურებს სასჯელს დანაშაულებრივი ქმედებებისთვის სწორედ საერთაშორისო სამართლის დედაქალაქში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას ვიხილავთ, როცა გავიმარჯვებთ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა, რომელიც ჰააგაში ვიზიტით იმყოფება.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამართლის აღსრულება იქნება გამარჯვება და რომ უკრაინა არ დაუშვებს ჰიბრიდულ იმუნიტეტს სამხედრო დამნაშავეებისთვის.