logo_geo
eng_logo
ზელენსკი: ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ომის დანაშაულებისთვის გაასამართლებს
- +

4 მაისი. 2023. 19:35

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ომის დანაშაულებისთვის გაასამართლებს.

„რა თქმა უნდა, აქ, ჰააგაში ყველას გვინდა, ვიხილოთ სხვა ვლადიმირი. ის იმსახურებს სასჯელს დანაშაულებრივი ქმედებებისთვის სწორედ საერთაშორისო სამართლის დედაქალაქში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას ვიხილავთ, როცა გავიმარჯვებთ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა, რომელიც ჰააგაში ვიზიტით იმყოფება.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამართლის აღსრულება იქნება გამარჯვება და რომ უკრაინა არ დაუშვებს ჰიბრიდულ იმუნიტეტს სამხედრო დამნაშავეებისთვის.

right_banner right_banner
არქივი
right_banner