logo_geo
eng_logo
„ნაციონალებმა“ აირჩიეს სტრატეგია, რომ საარჩევნოდ ვერცხლისწყალივით გაიბნენ“
- +

2 სექტემბერი. 2016. 13:25



„ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" წინასაარჩევნოდ აირჩია სტრატეგია, რომ ვერცხლისწყალივით გაიბნენ.



მათ აირჩიეს სტრატეგია, რომ ვერცხლისწყალივით გაიბნენ წინასაარჩევნოდ. მათი გეგმა არის, რომ არჩევნების შემდეგ ისევ ვერცხლისწყალივით შეერთდნენ დანაციონალურმა მოძრაობამ" მოახდინოს რეაბილიტაცია, რაც დაუშვებელია, იმიტომ რომ ძალადობას და წარსულში დაბრუნებას, რა თქმა უნდა, საზოგადოება არ დაუშვებს", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 


მისი თქმით, ის ეთანხმება ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ „ქართული ოცნება" საშუალოდ 100 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი ახალ პარლამენტში.



დღეს საზოგადოებასთან ყველაზე ახლოს მდგომი პოლიტიკური პარტია არისქართული ოცნება". სამწუხაროა, რომ ოპონენტები არ გამოირჩევიან კონკურენტუნარიანობით, რომ იყოს მოლოდინი იმისა, რომ ნაკლები რაოდენობით შევიდესქართული ოცნება" პარლამენტში. მე ვეთანხმები იმას, რომ იქნება დამაჯერებელი გამარჯვება", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.



მისივე თქმით, „ქართული ოცნება" მინიმუმ 90 დეპუტატით შევა პარლამენტში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner