„ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" წინასაარჩევნოდ აირჩია სტრატეგია, რომ ვერცხლისწყალივით გაიბნენ.
„მათ აირჩიეს სტრატეგია, რომ ვერცხლისწყალივით გაიბნენ წინასაარჩევნოდ. მათი გეგმა არის, რომ არჩევნების შემდეგ ისევ ვერცხლისწყალივით შეერთდნენ და „ნაციონალურმა მოძრაობამ" მოახდინოს რეაბილიტაცია, რაც დაუშვებელია, იმიტომ რომ ძალადობას და წარსულში დაბრუნებას, რა თქმა უნდა, საზოგადოება არ დაუშვებს", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისი თქმით, ის ეთანხმება ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ „ქართული ოცნება" საშუალოდ 100 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი ახალ პარლამენტში.
„დღეს საზოგადოებასთან ყველაზე ახლოს მდგომი პოლიტიკური პარტია არის „ქართული ოცნება". სამწუხაროა, რომ ოპონენტები არ გამოირჩევიან კონკურენტუნარიანობით, რომ იყოს მოლოდინი იმისა, რომ ნაკლები რაოდენობით შევიდეს „ქართული ოცნება" პარლამენტში. მე ვეთანხმები იმას, რომ იქნება დამაჯერებელი გამარჯვება", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება" მინიმუმ 90 დეპუტატით შევა პარლამენტში.