არსებული ინფორმაციით, თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა. დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო. ამ დროისთვის დანაშაულში ბრალდებული პირი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.