"დარწმუნებული ვარ, რომ ქართველები გულწრფელად იღვწიან ევროკავშირისკენ", - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის ევროპის საკითხთა კომიტეტის წევრმა, კრისტიან პეტრიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ძალიან მიჭირს პასუხის გაცემა, იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუს, ეს სიტყვა რთულად აღსაქმელია ჩვენთვის. ჩვენ ვაფასებთ ქართველი ხალხის მიღწევებს, განსაკუთრებით ბოლო დროის განმავლობაში. იმედი მაქვს, რომ პოზიტიური გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მიღებული“, - აღნიშნა პეტრიმ.