logo_geo
eng_logo
თინა ხიდაშელი: ოცნებების ახდენა იწყება!
- +

10 მარტი. 2016. 16:09



საქართველოს თავდცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ევროპასთან დაახლოება ქართველი ხალხის დამსახურებაა.


 

მინდა, მივულოცო საქართველოს სახელმწიფოს, საზოგადოებას, რომელთა დამსახურებაა ვიზალიბერალიზაცია. ზაფხულამდე რამე სახის გართულებას არ ველოდები, რადგან ქართველ ხალხსა და ხელისუფლებას გვაქვთ პოზიცია, რომ ევროპისკენ ნაბიჯები უნდა გავაგრძელოთ. გართულებებს არც ევროპისგან ველოდებით. ზაფხულიდან ქართველების დიდი ნაწილის ოცნებების ახდენა იწყება.

რაც უფრო ახლოს მივდივართ ევროპასთან, უფრო მეტ პოზიტიურ ნაბიჯებს დგამს საქართველოსკენ რუსეთი. რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებს. რუსეთი თავად იღებს გადაწყვეტილებას, მერე აუქმებს და ასე გრძელდება. ერთი რამ აშკარაა, რაც უფრო ახლოს მივდივართ ევროპასთან, უფრო პოზიგიურ ნაბიჯებს დგავს რუსეთი", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner