logo_geo
eng_logo
გიორგი გამსახურდია: რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა კრახისთვის განწირულია. არ გაამართლა წამებული მიშას ხატის შექმნამ, ახლა დღის წესრიგში ისევ კანდიდატის სტატუსია
- +

4 მაისი. 2023. 23:49

"რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა კრახისთვის განწირულია. არ გაამართლა წამებული მიშას ხატის შექმნამ, ეს გეგმა ჩაიშალა, ახლა დღის წესრიგში ისევ კანდიდატის სტატუსია. სასწორის ერთ ფიალაზე ისევ საქართველოს მომავალი დევს, მეორეზე მათი დაუოკებელი ვნებები და ლტოლვა ხელისუფლებისკენ," - ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის შვილმა გიორგი გამსახურდიამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიციის მიზანია თავიანთი კეთილდღეობა, ჯიბეების გასქელება და იმ „ცოდვის კალოს დატრიალება, რაც მათი მმართველობის პერიოდში ტრიალებდა“.

„ახლა რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს ეცდება, რომ დაქირავებული ლობისტებითა და მოკავშირეებით კანდიდატის სტატუსის პროცესი ჩაშალონ, ქართველმა ხალხმა რაღაც ზიანი მიიღოს, მერე ყურადღების ვექტორები შიდა პროცესებზე გადმოიტანონ, არეულობა მოაწყონ და თავიანთ მიზანს მიაღწიონ.

ჩემი მოსაზრებით, ცივილიზებული სამყარო სწორ არჩევანს გააკეთებს. აქეთ არის „ქოლცენტრებითა“ და კრიმინალური ფულით გამდიდრებული პარტია და მეორე მხარეს დგას ხალხის კეთილდღეობაზე მინდობილი პოლიტიკური ძალა, რომელიც სარგებლობს ხალხის ნდობით, სადაც დემოკრატიული სტანდარტები დაცულია - ამ ორ რამეს შორის უნდა გააკეთოს ცივილიზებულმა სამყარომ არჩევანი“, - აღნიშნა გიორგი გამსახურდიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner