logo_geo
eng_logo
გიორგი გამსახურდია: რადიკალურ ოპოზიციის მიერ გამართული ერთი აქცია შეგვიძლია მოვიაზროთ ასე, რომ ევროპაში 10 პენსიონერი გაძარცვეს და ისე მოაწყვეს
- +

4 მაისი. 2023. 23:49

ქოლცენტრების საქმეში“ ერთ-ერთი ორთქლმავალი ვართ და ქართველი სამართალდამცველების დახმარება მათთვის მართლაც აუწონავია. თვითონ მათ ანგარიშებში ჩანს, თუ ამით ვინმე დაინტერესდება, - ამის შესახებ პრეზიდენტის შვილმა გიორგი გამსახურდიამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა რადიკალური ოპოზიციის განცხადებებზე, რომ ქოლცენტრების სქემის მიღმა „ქართული ოცნება“ დგას. გიორგი გამსახურდიამ ქართველი სამართალდამცველების როლზე ისაუბრა. მისი თქმით, „ქოლცენტრების საქმის“ გამოძიებაში ქართველმა სამართალდამცველებმა ლომის წილი შეიტანეს.

ფაქტობრივად, ეს არის ლომის წილი ქართული სამართალდამცავი სისტემის, რომ ყველაფერი ასე აქტიურად მიმდინარეობს. აბსოლუტურად ყველა კუთხით ჩართულობა და თანამშრომლობაა მათი მხრიდან. არ მინდა, რაღაც კონკრეტულ ციფრებზე დავიდე, რომ სამომავლოდ გამოძიებას ხელი არ შეუშალოს. შეიძლება ითქვას, ამ საქმეში ერთ-ერთი ორთქლმავალი ვართ და ჩვენი დახმარება მათთვის მართლაც აუწონავია. თვითონ მათ ანგარიშებში ჩანს, თუ ამით ვინმე დაინტერესდება“, - განაცხადა გამსახურდიამ.

მისივე თქმით, რაც უფრო წინ წაიწევს „ქოლცენტრების საქმის“ გამოძიება რადიკალური ფრთის დაფინანსება საქართველოში მით უფრო შემცირდება.

„მათ მიერ გამართული ერთი აქცია შეგვიძლია მოვიაზროთ ასე, რომ 10 პენსიონერი გაძარცვეს და ისე მოაწყვეს აქცია“, - დასძინა გამსახურდიამ.

ოპოზიცია ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის კენჭისყრაზე გატანას ცდილობს.

BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმი გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე. ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner