"ვნახეთ, რომ საქართველომ ყველა დიპლომატიურ პლატფორმაზე მხარი დაუჭირა უკრაინას. მეტიც, ჰააგის სარჩელსაც დაუჭირა მხარი, რაზეც ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ თავი შეიკავა. ახლა რადიკალური ოპოზიცია ისეთ სურათს ხატავს, რომ თუ ადამიანები ფრთხილად არიან, ისინი რუსულ ნარატივს ატარებენ," - განაცხადა ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ .
„ვნახეთ, რომ საქართველოში ნაძარცვი ფული და ევროპელი პენსიონერების ნაძარცვი ფული როგორ მიემართება ლობისტებთან, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველო ობიექტური, ყველა კრიტერიუმით გაცილებით წინ იყო, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა, მაგრამ ამის ფონზე რადიკალური ოპოზიცია იდგა და დაუღალავად ხარჯავდა ფულსა და ენერგიას, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო“, - აღნიშნა დაჩი ცაგურიამ.