logo_geo
eng_logo
ბელგიის პოლიციამ ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი შვიდი ადამიანი დააკავა
- +

5 მაისი. 2023. 00:40

ბელგიის პოლიციამ ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი შვიდი ადამიანი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ბელგიის პროკურატურაზე დაყრდ ავრცელებს.

ბელგიის პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ეჭვმიტანილები ბელგიაში თავდასხმის რამდენიმე სცენარს განიხილავდნენ, თუმცა კონკრეტული სამიზნეები შერჩეული არ ჰქონდათ.

„საუბარი იყო ნატო-ს შენობაზე, მაგრამ ამ დროისთვის ეს გეგმები არ არის კონრეტული“, - განაცხადეს პროკურატურაში.

გავრცელებული ინფორმაციით, თითქმის ყველა ეჭვმიტანილი ჩეჩნური წარმოშობისაა. ეჭვმიტალთაგან სამი ბელგიის მოქალაქეა და ისინი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ აქტიური მხარდამჭერები არიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner