ბელგიის პოლიციამ ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი შვიდი ადამიანი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ბელგიის პროკურატურაზე დაყრდ ავრცელებს.
ბელგიის პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ეჭვმიტანილები ბელგიაში თავდასხმის რამდენიმე სცენარს განიხილავდნენ, თუმცა კონკრეტული სამიზნეები შერჩეული არ ჰქონდათ.
„საუბარი იყო ნატო-ს შენობაზე, მაგრამ ამ დროისთვის ეს გეგმები არ არის კონრეტული“, - განაცხადეს პროკურატურაში.
გავრცელებული ინფორმაციით, თითქმის ყველა ეჭვმიტანილი ჩეჩნური წარმოშობისაა. ეჭვმიტალთაგან სამი ბელგიის მოქალაქეა და ისინი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ აქტიური მხარდამჭერები არიან.