logo_geo
eng_logo
„ინკლუზიური ტურისტული პროდუქტები და სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ - ტურიზმის ადმინისტრაცია კერძო სექტორისთვის ახალ ტრენინგებს იწყებს
- +

5 მაისი. 2023. 10:00

 

 

„ინკლუზიური ტურისტული პროდუქტები და სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“  - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით კერძო სექტორისთვის ახალ ტრენინგებს იწყებს.

 

სასწავლო კურსი შემდეგ ქალაქებსა და დაბებში ჩატარდება:  ქ.თბილისი, ქ.რუსთავი, ქ.გორი, ქ.კასპი, ქ.თეთრიწყარო, ქ.თელავი, ქ.ქუთაისი, ქ.წყალტუბო,  ქ.ბათუმი, ქ.ზუგდიდი, ქ.ამბროლაური, დაბა სტეფანწმინდა, დაბა მესტია.

 

ტრენინგზე დასწრება შეუძლიათ, როგორც განთავსებისა და კვების ობიექტების, ასევე ტურისტული კომპანიების, დაცული ტერიტორიების სააგენტოების წარმომადგენლებს,  გიდებს.

 

ტრენინგი  უსასყიდლოდ იმართება. დამსწრეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

 

რეგისტრაციისათვის დაგვიკავშირდით  a.aroshidze@gnta.ge ტელ: 599-46-00-99

 

ტრენინგის თემატიკები:

 

  • ინკლუზიური ტურიზმის დანერგვის სტრატეგიები, პოზიციონირება და მარკეტინგი:
  • ინკლუზიური ტურისტული პროდუქტებისა და  სერვისების შემუშავება - საერთაშორისო წარმატებული პრაქტიკა;
  • ტურიზმის ღირებულების ჯაჭვის ყველა რგოლში ინკლუზიური ტურისტული პროდუქტებისა  და მისაწვდომი სერვისების დანერგვა;
  • ტურიზმის ინდუსტრიის საერთაშორისო ბაზარზე ინკლუზიური ტურისტული; პროდუქტებისა და  სერვისების პოზიციონირება და პოპულარიზაცია;
  • ინკლუზიური ტურისტული პროდუქტები და  სერვისები - MICE  ტურიზმი (საქმიანი     შეხვედრები, ღონისძიებები, კონფერენციები, ფესტივალები  და გამოფენები);
  • ინკლუზიური ტურიზმის, უნივერსალური დიზაინისა და მისაწვდომობის  საერთაშორისო და ეროვნული  სტანდარტების მოთხოვნების დაცვა;
  • ინკლუზიური ტურისტული მარშრუტები და  სერვისები  ბუნებაში (დაცული ტერიტორიები, პარკები, ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ტურისტული ადგილები და ობიექტები);
  • საერთაშორისო სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა;

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner