logo_geo
eng_logo
ნაძალადევში, ნოსტეს I შესახვევში, საყრდენი კედელი მოეწყო
- +

5 მაისი. 2023. 10:58

 

 

ნაძალადევის რაიონში, ნოსტეს I შესახვევში გრუნტის დამჭერი საყრდენი კედლის მშენებლობა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასრულდა. პროექტის ფარგლებში, 34 მ სიგრძის გრუნტის დამჭერი კედელი აშენდა, უსაფრთხოების მოაჯირი დამონტაჟდა და ასევე, გზის საფარი 850 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ტერიტორიის ერთ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგო, გარკვეულ მონაკვეთზე კი, ბეტონის გზა მოეწყო.

 

შესრულებულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.

 

„ნოსტეს I შესახვევში გზის სავალი ნაწილი ჩამოიშალა, რის გამოც აუცილებელი გახდა საყრდენი კედლის მშენებლობა. მიმდებარე ტერიტორიაზე გრუნტიანი გზა იყო, რის გამოც მოსახლეობას გადაადგილება უძნელდებოდა, განსაკუთრებით ნალექიანი ამინდის დროს. ამ პროექტით ინფრასტრუქტურული პრობლემები აღმოიფხვრა, მოსახლეობის საცხოვრებელი გარემო გაუმჯობესდა და უსაფრთხო გახდა“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.

 

ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან ჯამში 175 328 ლარი დახარჯა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner