პარტია „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, ე.წ. ქოლ-ცენტრების ფუნქციონირებასთან სხვადასხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შესაძლო კავშირს სოციალურ ქსელში აფასებს.
მისი თქმით, ევროპელი პენსიონერების ძარცვის შედეგად მიღებული თანხით, ფინანსდებიან ოპოზიციური ტელევიზიები, ე.წ. „ომის პარტიის“ წარმომადგენლები და ევროპელი ლობისტები, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელს უშლიან.
„ქოლ-ცენტრებით ევროპელ პენსიონერებს ძარცვავენ, ამ ფულით საქართველოში აფინანსებენ თავიანთ ბინძურ ტელევიზიებს, ომის პარტიის მონებს და უკან აგზავნიან თავიანთ ევროპელ ლობისტებთან, პატრონებთან, რომლებიც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღებას ხელს უშლიან!“ - წერს დიმიტრი სამხარაძე ფეისბუქზე.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ოფისში მოქმედებს ე.წ. ქოლ-ცენტრი, რომელიც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს და დავით არახამიას ეკუთვნით.