logo_geo
eng_logo
თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობა დაიწყო
- +

5 მაისი. 2023. 15:09

 

 

„ჩვენი გადაწყვეტილებით, დავიწყეთ „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობა, რომელიც გათვლილი იქნება ათასზე მეტ პოლიციელზე“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, უკვე დაწყებულია სამუშაოები და მშენებელი კომპანია აცხადებს, რომ დაახლოებით ორ წელიწადში დასრულდება სამუშაოები და ათას პოლიციელს გადაეცემა ბინები.

 

მისივე თქმით, პროექტის ღირებულება დაახლოებით 125 მილიონ ლარს შეადგენს.

 

„მიხარია, რომ ვახტანგ გომელაურთან ერთად მონაწილეობა მივიღე ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაში. მოგეხსენებათ, ჩვენი გადაწყვეტილებით, დავიწყეთ „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობა, რომელიც გათვლილი იქნება ათასზე მეტ პოლიციელზე. დაწყებული არის უკვე სამუშაოები, მშენებელი კომპანია გვპირდება, რომ დაახლოებით ორ წელიწადში დასრულდება სამუშაოები და ათას პოლიციელს გადავცემთ ბინებს.

 

პოლიციელები გადაიხდიან სიმბოლურ ფასს, კვადრატულ მეტრში დაახლოებით 300 ლარს, დანარჩენ ხარჯებს მთლიანად დაფარავს სახელმწიფო, სამინისტრო. მინდა, ვაცნობო ჩვენს საამაყო გმირ პოლიციელებს, რომ ეს პროექტი არ იქნება ერთჯერადი, „პოლიციის ქალაქების“ მშენებლობა გაგრძელდება მომავალშიც. ჩვენი სურვილია, რომ ეს საკანონმდებლო დონეზეც იქნას გარანტირებული.

 

მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენ გმირ, საამაყო პოლიციელებს მადლობა ვუთხრა ყველაფრისთვის, იმისთვის, რომ იცავენ ჩვენ ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ ყველაფერი საუკეთესო გავუკეთოთ ჩვენს პოლიციელებს, კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ ვახტანგს და თითოეულ პოლიციელს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე დღეს „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner