logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ამ ეტაპზე „ხალხის ძალის“ მამოძრავებელი ეროვნული კანონშემოქმედებითი საქმიანობა ადეკვატურად და სწორად ისევ აფხაზეთში იქნა შეფასებული, რაც ალბათ ჩვენი ხალხების შემდგომ დაახლოებას შეუწყობს ხელს
- +

5 მაისი. 2023. 15:56

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისადმი გაგზავნილ საპროტესტო პეტიციას ეხმიანება.

 

„ევროპული „ენჯეოების“ ამ შეფასებამ კარდინალური ცვლილება უნდა შემოიტანოს საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში. თუ აქამდე მსგავსი საფრთხის კანონპროექტს მომენტალურად აკრავდნენ „რუსული კანონის“ სტიგმას, დღეიდან, ევროპულ გზაზე მყოფ საქართველოში - ყველაფერს არადემოკრატიულს, შემზღუდავს და „სამოქალაქო სექტორისთვის“, თუნდაც დაუსაბუთებელი საფრთხის შემცველ ინიციატივას, ევროპელების მსგავსად - „ამერიკული კანონი“ უნდა ეწოდოს. რა თქმა უნდა მხოლოდ უკიდურესად ნეგატიურ კონტექსტში“, - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით, უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ ინიიცირებულმა კანონპროექტმა შეუქცევადი პროცესები გამოიწვია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.

 

„უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებულმა კანონპროექტმა, როგორც ჩანს ორ ძირითად მიზანს მაინც მიაღწია: 1) გააშიშვლა აშშ-ს ელჩის და მისი ამჟამინდელი ადმინისტრაციის ანტიქართული და ანტისახელისუფლებო ზრახვები და 2) საერთაშორისო არენაზე ბიძგი მისცა შეუქცევად პროცესებს. კერძოდ, ევროკავშირის სივრცეში მოქმედმა, ძირითადად ამერიკიდან დაფინანსებულმა 230-მდე "სამოქალაქო სექტორის" წარმომადგენელმა (სადაც უმრავლესობა LGBTQ+ თემს წარმოადგენს), მათ შორის ჩვენთვის კარგად ცნობილმა ფიგურანტებმა: Transparency International EU, Human Rights Watch და Amnesty International-მა - ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს გაუგზავნეს საპროტესტო პეტიცია.

 

ისინი ეწინააღმდეგებიან ევროზონაში ამერიკული FARA-ს ანალოგის შემოღებას, ვინაიდან: „სხვა ქვეყნებში უკვე მიღებულმა მსგავსმა კანონებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების სივრცე და გამოყებებული იქნა, როგორც ინსტრუმენტი კრიტიკული ხმების გასაჩუმებლად“. ასე ღიად ამერიკული კანონი - „ანტიდემოკრატიულად“, „ხალხის ძალის“ გარდა, ჯერ არავის უხსენებია. ევროპული „ენ-ჯე-ო-ების“ ამ შეფასებამ კარდინალური ცვლილება უნდა შემოიტანოს საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში. თუ აქამდე მსგავსი საფრთხის კანონპროექტს მომენტალურად აკრავდნენ „რუსული კანონის“ სტიგმას, დღეიდან, ევროპულ გზაზე მყოფ საქართველოში - ყველაფერს არადემოკრატიულს, შემზღუდავს და „სამოქალაქო სექტორისთვის“, თუნდაც დაუსაბუთებელი საფრთხის შემცველ ინიციატივას, ევროპელების მსგავსად - „ამერიკული კანონი“ უნდა ეწოდოს. რა თქმა უნდა მხოლოდ უკიდურესად ნეგატიურ კონტექსტში. "ხალხის ძალის" მიერ ბიკფორდის ზონარის წაკიდებამ, არა მხოლოდ ევროპული სივრცე ააფეთქა, არამედ ჩვენი სეპარატისტული რეგიონებიც. აფხაზეთის დე-ფაქტო ოპოზიციამ საკუთარ ტერიტორიაზე მოქმედი „ენ-ჯე-ო“ სექტორის გამჭვირვალობის შესახებ კანონის შემოღება მოითხოვა. რა საკვირველია, ამის მოწინააღმდეგე პოლიტიკურმა ძალებმა, მომენტალურად ამ იდეას ახალი სტიგმა მიაკერეს - „ქართული კანონი“.

 

ამ ეტაპზე „ხალხის ძალის“ მამოძრავებელი ეროვნული კანონშემოქმედებითი საქმიანობა ადეკვატურად და სწორად (თუნდაც ტერმინოლოგიურ ნაწილში) - ისევ აფხაზეთში იქნა შეფასებული, რაც ალბათ ჩვენი ხალხების შემდგომ დაახლოებას შეუწყობს ხელს. მანამდე კი, პირადად მე ვუერთდები ევროპულ შეშფოთებულ შეშფოთებას, დემოკრატიის უკუსვლას და აგრესიულ რიტორიკას: „არა - ამერიკულ კანონს!“ - წერს ქართველიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner