logo_geo
eng_logo
„საქართველოში არსებული სასტუმროების პრაქტიკულად ნახევარი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში შეიქმნა“
- +

2 სექტემბერი. 2016. 13:41



პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან გიორგი ჩოგოვაძესთან ერთად 2016 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი შეაჯამა.


მისი თქმით, მხოლოდ 2013-2015 წლებში ექსპლუატაციაში შევიდა სასტუმროების მთლიანი რაოდენობის 41,5%, ანუ პრაქტიკულად, საქართველოში არსებული სასტუმროების ნახევარი სწორედ „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში შეიქმნა. მისი მონაცემებით, 2015 წელს 172 ახალი სასტუმრო შევიდა ექსპლუატაციაში. დღეს „საქსტატის" მონაცემებით, საქართველოში სულ 1225 სასტუმროა.



შესაბამისად, მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში, ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში 508 სასტუმრო შევიდა ექსპლუატაციაში. ამ მონაცემებში ჩვენ არ შეგვყავს 2012 წელს ექსპლუატაციაში შესული სასტუმროების რაოდენობა. საერთო ჯამში, 3 წელიწადში საქართველოს მასშტაბით 508 სასტუმრო შევიდა ექსპლუატაციაში, რაც 58%-ით აღემატება 2012 წლის ჩათვლით ექსპლუატაციაში შესული სასტუმროების რაოდენობას. მხოლოდ 2013-2015 წლებში ექსპლუატაციაში შევიდა სასტუმროების მთლიანი რაოდენობის 41,5%, ანუ პრაქტიკულად, საქართველოში არსებული სასტუმროების ნახევარი შეიქმნა სწორედ ჩვენი ხელისუფლების მმართველობის პირობებში და ეს არის სწორედ ის შედეგი, რომელიც მოჰყვა ჩვენს შრომას, რამაც შექმნა განსაკუთრებული საინვესტიციო პირობები და ის შესაძლებლობები, რომ ადამიანებს და კომპანიებს განეხორციელებინა თავისი ინვესტიციები.

რაც შეეხება 2016-2017 წლის გეგმებს, კერძო ბიზნესთან კომუნიკაციის შედეად, არის 1,1 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციების მოლოდინი. ეს არის პრაქტიკულად, დაწყებული, იდენტიფიცირებული პროექტები. ეს არის ის დამატებითი სამუშაო ადგილები, რომელიც ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია. ეს არის შედეგი იმ ბიზნესკლიმატის, რომელიც ჩვენ ამ ქვეყანაში შევქმენით. 60-ზე მეტი ახალი განთავსების ობიექტი შეიქმნება, რაც დამატებით 3 800-ზე მეტს საწოლ ადგილს გულისხმობს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner