logo_geo
eng_logo
გლდანის მერვე მიკრორაიონის N1 კორპუსთან ავტოფარეხების დემონტაჟი მიმდინარეობს
- +

5 მაისი. 2023. 16:29

 

 

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, მერვე მიკრორაიონში N1 საცხოვრებელ კორპუსთან  ავტოფარეხების დემონტაჟი დაიწყო.  მოსახლეობის ინიციატივითა და ჩართულობით, გამგეობა აღნიშნული კორპუსის მიმდებარედ, 16 ავტოფარეხისა და უსახური შემოღობვების დემონტაჟს ახორციელებს. ამის შემდეგ საპარკინგე სივრცე მოეწყობა და გამწვანების სამუშაოები განხორციელდება.

 

ამავე პროექტის ფარგლებში, მიმდებარედ N2 – N4  კორპუსთან არსებული დაზიანებული სკვერი სრულად რეაბილიტირდება. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონა, ფიტნეს სივრცე, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. აღნიშნულისთვის დაახლოებით, 250 000 ლარი დაიხარჯება.

 

მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო და მოსახლეობას სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner