logo_geo 14:35
პარასკევი. 21 მარტი. 2025
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
- +

5 მაისი. 2023. 17:16

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შუა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის მისიის ხელმძღვანელს ჯეიმს ჯონს შეხვდა.

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება განიხილეს. აღინიშნა, რომ კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის  შემდეგ, ქვეყანამ ძლიერი ეკონომიკური აღმასვლა აჩვენა და, მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა, კვლავ გრძელდება ზემოაღნიშნული დინამიკა.  

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა IMF-ის მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამის განხილვისას, მის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

 

მთავრობის მეთაურმა ჯეიმს ჯონს საქართველოს სტრუქტურული, ფინანსური და ეკონომიკური რეფორმების გზაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.  ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ  ქვეყანა კვლავ  რეფორმების ერთგულია.

 

შეხვედრას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი ესწრებოდა.

 

right_banner right_banner
არქივი
მარტი 2025
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            
right_banner
up