ავტორი ანა ნონიკაშვილი
„ჩვენ გავიმარჯვებთ. არჩევნების შემდეგ პარლამენტში უმრავლესობით შევა ის პარტია, რომელსაც მოსახლეობის აბსოლუტური მხარდაჭერა ექნება. ხოლო, ვინ იქნება პარლამენტში ოპოზიცია, 9 ოქტომბერს გავიგებთ",- ამის შესახებ „ქართული ოცნების" გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა კობა კობალაძემ „რეპორტიორს" განუცხადა.
„დანამდვილებით ვიცი, რომ ჩვენი საქმე არის ჭეშმარიტი, ორიენტირებული ამ ქვეყნის სიძლიერეზე და განვითარებაზე",- აღნიშნა კობალაძემ.