„ჩელსის“ სენეგალელმა მცველმა, კალიდუ კულიბალიმ კომენტარი გააკეთა „ნაპოლის“ ჩემპიონობაზე და ლუჩანო სპალეტის გუნდს მოპოვებული ტიტული მიულოცა.
„ნაპოლის“ ყოფილი მცველი წერს, რომ „ნაპოლის“ გულშემატკივრად რჩება და ამიტომაც გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში პოსტი მას შემდეგ, რაც ნეაპოლელებმა სკუდეტო მოიგეს.
„საუკეთესო სურვილით მოგმართავთ, ჩემო ნეაპოლელო ძმებო. დღეები, თვეები, წლები მოგვიწია ლოდინი, მაგრამ ჩვენ ეს გავაკეთეთ – ჩვენ იტალიის ჩემპიონები ვართ. მე დღესაც „ნაპოლის“ გულშემატკივართა ნაწილი ვარ, რაც გუნდის და სამწვრთნელო სტაფის დამსახურებაა.
თქვენ გააკეთეს ის, რის გაკეთებასაც ჩვენ ამდენი წელი ვცდილობდით და არ გამოგვდიოდა. ბოლომდე იბრძოლეთ ქალაქისთვის და გულშემატკივრებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩემპიონობაზე ოცნებობდა. მიხარია ყველა ნეაპოლელის გამო, იმედია მომავალში კიდევ უფრო მეტი წარმატება იქნება. მადლობა ნეაპოლს, შენ აახდინე ოცნება“, – წერს კულიბალი სოციალურ ქსელში.
კალიდუ კულიბალი „ნაპოლიში“ 2014-2022 წლებში თამაშობდა და გუნდთან ერთად მოიგო იტალიის სუპერთასი (2014 წელს) და თასი (2020). „ჩელსიში“ 2022 წლის 16 ივლისში გადავიდა. საფრანგეთში დაბადებულმა მცველმა ამ ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში 2011 წელს კოლუმბიაში გამართულ მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ითამაშა.
2015 წელს კალიდუ თავის ისტორიული სამშობლოში, სენეგალის ეროვნულ ნაკრებში თამაშს დათანხმდა და 2018 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე ითამაშა, 2022 წელს კი აფრიკის თასის გამარჯვებული გახდა.