„ნაპოლის“ ჩემპიონობას მთელ მსოფლიოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი გამოცემა თუ ცნობილი ადამიანი გუნდის ჩემპიონობაში ხვიჩა კვარაცხელიას განსაკუთრებულ როლზე საუბრობს. იტალიაში კი კვარაცხელიას საპატივცემულოდ, შოთა რუსთაველის ქანდაქებას ნაპოლის ფორმა მოარგეს.
Goal.com-მა სახალისო ფოტო გამოაქვეყნა, სადაც დიეგო მარადონა ხვიჩა კვარაცხელიას საფეხბურთო გვირგვინს ადგამს.
„საჩუქრად ხვიჩა კვარაცხელიას არ ველოდით, მაგრამ მის გარეშე ახლა არ შეგვიძლია“, – წერია goal.com-ის წერილში.
რობერტო ბაჯო – „დიეგო, ეს ჩემპიონობა შენც გეკუთვნის“
პაოლო დი კანიო – „კვარაცხელია ნახევრად ჯორჯ ბესტია, ნახევრად კრიშტიანუ რონალდო“
ხვიჩა კვარაცხელიას ფან კლუბი „ნაპოლის” გულშემატკივრების კომენტარებს აქვეყნებს:
„ჩემპიონი ხარ, კვარა, ეს შენი ლამაზი კარიერის მხოლოდ დასაწყისია“
„იმათ, ვინც ჩვენი მაისურისთვის ცრემლებს ღვრის, არასოდეს დავივიწყებთ“
„სხვა კატეგორიას ეკუთვნი“
„კვარა, შენ ნამდვილი მონსტრი ხარ, მადლობა ოცნების ახდენისთვის“
„თავი ბურთის პირველივე შეხებით შეგვაყვარე, არ ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადოთ“.