logo_geo
eng_logo
Apple-ის კვარტალურმა ფინანსურმა შედეგებმა ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა
- +

6 მაისი. 2023. 01:05

 

 

Apple-მა პირველი კვარტალის ფინანსური მაჩვენებლების შესახებ უოლ-სტრიტის ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა. კომპანიამ ეს გაყიდვების ზრდის წყალობით შეძლო, რაც მოიცავს iCloud-ს, App Store-სა და საკრედიტო ბარათების ბიზნესს.

 

Apple-ის გაყიდვებმა სამთვიანი პერიოდის განმავლობაში 94.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში კომპანიის მოგება თითო აქციაზე $1.52-ს გაუტოლდა. შედარებისთვის, ანალიტიკოსების მოლოდინით Apple-ის გაყიდვების მაჩვენებელი $92.9 მილიარდი და თითო აქციაზე მოგება 1.43 აშშ დოლარი უნდა ყოფილიყო.

 

ხაზგასასმელია, რომ ეს Apple-ის სერვისების ბიზნესისთვის საუკეთესო კვარტალი იყო, ასევე გაზაფხულის საუკეთესო კვარტალი iPhone-ის გაყიდვების კუთხით. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა ანგარიშის თანმხლებ განცხადებაში ისაუბრა. რაც შეეხება ნაჩვენებ შედეგებს: სერვისების ბიზნესის შემოსავალმა 20.9 მილიარდი აშშ დოლარი, iPhone-ის გაყიდვებმა კი $51.3 მილიარდი შეადგინა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner