logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ადრეც გიული აფუჭებდა ბავშვის ფსიქიკას, ახლაც გიული აფუჭებს... პრინციპში, უკვე გააფუჭა და გახრწნა საკუთარი შვილი
- +

6 მაისი. 2023. 10:58

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

ამოცანა ამოხსნილია!

 

სულ მიკვირდა, მიხეილ სააკაშვილს საკუთარი ოჯახი ასე დაუნდობლად რატომ ექცევა, დედამისს დაობებული მჭადის, ერთი ცალი კიტრისა და სალათის ფურცლების მეტი რატომ არაფერი მიაქვს-მეთქი?

 

ამ ოჯახში ტრადიცია ყოფილა!

 

ამ წუთას ვნახე „ობიექტივის'' საინტერესო ფილმი, სადაც სააკაშვილი ყვება, როგორ იკვებებოდა ბავშვობის პერიოდში. მისი თქმით, მარტო ზღვის კომბოსტოს მაჭმევდნენ, გასტრონომებში მეტი არაფერი იყიდებოდაო. ძირითადად შემწვარ კარტოფილზე ვიყავიო.

 

გაიგონეთ?

 

მაშინ, როცა მაღაზიებსა და ბაზრებში ყველაფერი ჩალის ფასად ეყარა, ეს იძახის, მშიერი ვიყავი, ფინანსურად არ გვიჭირდა, მაგრამ პროდუქტები არ იშოვებოდაო.

 

ფილმში წამყვანი გვეუბნება, აქ სააკაშვილი ცრუობს, იმ პერიოდში ყველაფერი იშოვებოდაო.

 

მე კიდევ ვამბობ, რომ არ ცრუობს, მას დედულ-გიული მართლაც აშიმშილებდა. გიულის თავისი უუნარობა, სიძუნწე და გადახრა რომ დაემალა, მიშიკოს ატყუებდა, მაღაზიები ცარიელია, არაფერი იშოვება, ამიტომაც მხოლოდ ზღვის კომბოსტო და შემწვარი კარტოფილი უნდა ცეცხლოო.

 

თქვენ რა, გამორიცხავთ, გიულ-დედული მიჰას ახლაც ატყუებდეს, მაღაზიებში მხოლოდ დაობებული მჭადი, თითო ცალი კიტრი, სალათის ფურცლები და ქათმის ძვლები იყიდება, ეგ უნდა ცეცხლოო?

 

ეგე, ამიტომაც დაწერა მიხეილმა ციხეში კი არა და... პალატაში ეკონომიკური განვითარების პროგრამა და ამიტომაც იძახის, გამომიშვით, ამ ქვეყანას უნდა ვუშველოვო.

 

ეგ არი, ადრეც გიული აფუჭებდა ბავშვის ფსიქიკას, ახლაც გიული აფუჭებს... პრინციპში, უკვე გააფუჭა და გახრწნა საკუთარი შვილი.

 

ასე რომ... ამოცანა ამოხსნილია!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner