logo_geo
eng_logo
ბაკურ სვანიძე: მადლობა ღმერთს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის დღეს, ამ ურთულეს ვითარებაში ჩვენი ქვეყნის სათავეში
- +

6 მაისი. 2023. 11:15

 

 

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ყურის ანთება, მაღალი სიცხე და ამბები, მაგრამ მიუხედავად ცუდად ყოფნისა, ირაკლი ღარიბაშვილს ისე ვუსმენდი, მართლა ვერ მოვაშორე ყური... ვინ ეთანხმება და ვინ არა, ეგ სხვა თემაა... რეალურად მომნუსხავი "სფიჩი" ჰქონდა. ვინც ეგ დაუწერა, ჩემ თავად საღოლ მითქვამს რა! თუ თვითონ დაწერა (სულაც არ გამოვრიცხავ!) კიდევ უფრო საღოლ! რაც მთავარია, ეთანხმება და იზიარებს თავადაც მაგ აზრებს. ძალიან მაგრად იყო აქცენტებიც და მთლიანად შინაარსიც ჩამოყალიბებული... ცოტას წავიმარიაჟებ და ვიტყვი - მომეწონა, არაერთი მთავარი პუნქტი ზუსტად ისე რომ იყო დალაგებული, როგორც ამას მე ვწერდი ხოლმე ჯერ კიდევ 2015 წელს... სამწუხაროა, მაშინდელი პროფილი რომ წამიშალეს და გამინადგურეს, თორემ ამოვწევდი მაშინდელ პოსტებს და ბევრი რამე ერთი-ერთშია, ლამის სიტყვა-სიტყვით. ბევრ ჩემ დიდი ხნის "ფრენდს" ეხსომება და დამეთანხნება, რომ არაერთი მასეთი თემა პირადად ჩემი დაქოქილია საჯარო პოსტებში, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ვერ გრძნობდა საზოგადოების დიდი ნაწილი, რა საშიშროებებზე იყო საუბარი და ბევრი ვერც რისკავდა ხმის ამოღებას... რა ომები მქონდა აქ, ბევრს გემახსოვრებათ... მაშინ "ალტ-ინფოს" და სხვა ტიპის "კონსერვატორების" ჭაჭანებაც არ იყო, შალვა რამიშვილი კი, ბაჩოიან-გურიანად, "ლიბერალობისკენ" იყვნენ ჯერ კიდე გადახრილი... მოკლედ, მოვალ ცოტა აზრზე, გამოვჯანმრთელდები და უფრო დეტალურადაც გავშლი თემებს...მანამდე, უბრალოდ მადლობა ღმერთს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის დღეს, ამ ურთულეს ვითარებაში ჩვენი ქვეყნის სათავეში... იმედია გადავრჩებით...

 

მადლობა... მიყვარხართ....სულ“, - წერს ბაკურ სვანიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner