logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: ესაა ლოგიკური დასასრული ისეთი ანტისახელმწიფოებრივი და დესტრუქციული ძალის, როგორიც „ნაცმოძრაობაა“. ახლა ისინი სახელს გადაირქმევენ, თუ რა კონფიგურაციით ჩამოყალიბდებიან, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს
- +

6 მაისი. 2023. 11:49

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირების ფონზე ახალი პარტიის შექმნას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან თითოეულ მათგანს მემკვიდრეობით კრიმინალური ბიოგრაფია აერთიანებს.

 

„ნაციონალურ მოძრაობა“ არის ყოველგვარ ღირებულებებისგან დაცლილი. შესაბამისად, ის კრიზისი და დაპირისპირება, რაც არის ამ პარტიაში, საზოგადოებისთვის ახალი არ არის. ეს არის ლოგიკური დასასრული ასეთი ანტისახელმწიფოებრივი და დესტრუქციული ძალის, როგორიც ეს პარტიაა. ახლა ისინი სახელს გადაირქმევენ, ახალს დაირქმევენ, რა კონფიგურაციით ჩამოყალიბდებიან, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თითოეულ მათგანს აერთიანებს ის ძალიან მზიმე მემკვიდრეობა და კრიმინალური ბიოგრაფია, რაც ნაციონალურ მოძრაობას“ გააჩნია“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

 

შექმნის თუ არა ნიკა მელია ახალ პარტიას, ეს ამ დრომდე გაურკვეველია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner