logo_geo
eng_logo
ალუდა ღუდუშაური: ზოგიერთი პირდაპირ, ზოგიერთი - არაპირდაპირ, ჩართულია „ქოლცენტრების საქმეში“, საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში ისინი ინფორმირებული იქნებიან
- +

6 მაისი. 2023. 12:30

 

 

„ზოგიერთი პირდაპირ, ზოგიერთი - არაპირდაპირ, ჩართულია „ქოლცენტრების საქმეში“, ამ ამორალურ და დანაშაულებრივ საქმიანობაში. საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში ისინი ინფორმირებული იქნებიან“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ალუდა ღუდუშაურმა განუცხადა.

 

„როგორც ჩანს, ეს ადამიანები - ზოგიერთი პირდაპირ, ზოგიერთი - არაპირდაპირ, ზოგიერთი მათი დამფუძნებელი - პირდაპირ, არიან ჩართული ამ ამორალურ და დანაშაულებრივ საქმიანობაში. მათი მიზანია, საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში, ისინი ინფორმირებული იქნებიან, ეცოდინებათ ხელთ რა აქვთ საგამოძიებო უწყებებს გამოძიების ფარგლებში“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გიორგი ვაშაძისა და დავით არახამიას კუთვნილი ე.წ. ქოლცენტრი აღმოაჩინეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner