ავტორი თამუნა ნათაძე
„რეპორტიორის" მიერ დასმულ კითხვაზე, შეძლებენ თუ არა ის ფარმაცევტები საქმიანობის გაგრძელებას, რომლებმაც ფსიქოტროპული მედიკამენტები ურეცეპტოდ გასცეს, - რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს უფროსი ნანა შაშიაშვილი აცხადებს, რომ მათ საქმიანობა გარკვეული ვადით ეკრძალებათ.
„ისინი ხვდებიან სპეციალურ, პასუხისმგებელი პირების რეესტრში, რომელსაც აწარმოებს რეგულირების სააგენტო. ამ რეესტრში მოხვედრის შემდეგ სამართალდამრღვევ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ასევე ფარმაცევტულ საქმიანობაზე პასუხისმგებელ პირს, 3 წლის განმავლობაში არა აქვს უფლება, განახორციელოს პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია, მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია ეკრძალებათ 1 წლის ვადით", -განაცხადა ნანა შაშიაშვილმა.