logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი იაპონიის პარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარეს შეხვდა
- +

6 მაისი. 2023. 12:59

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი იაპონიის პარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარეს შეხვდა, რომელიც ვიზიტით იმყოფება საქართველოში. შეხვედრაზე მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობას და მრავალ წლიან მეგობრობას.

 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველო იაპონიას შორის არსებული თანამშრომლობის კონკრეტული ასპექტები, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გააქტიურების მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებასა და საქართველო-იაპონიას შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის შესაძლებლობას.

right_banner right_banner
არქივი
right_banner