logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: მჯერა, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ევროპული სახელმწიფოები წელს მიიღებენ ერთადერთ სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და საქართველოსა და ქართველ ხალხს მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს
- +

6 მაისი. 2023. 14:50

 

 

„ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ დღეს ევროპის დღეს აღვნიშნავთ - ქართველები და ევროპელები ერთად, ვინაიდან ეს დღე არის როგორც ევროპელებისთვის, ასევე ქართველებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ევროპის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„ქართველები ყოველთვის მივიჩნევდით ჩვენს თავს ევროპის ნაწილად. შესაბამისად, ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები. თქვენ იცით, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა, იმისთვის რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დაახლოებოდა ევროპას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ყველას, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების დამსახურება არის ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივის მონიჭება.

 

რა თქმა უნდა, ძალიან კარგად გვესმის და გააზრებული გვაქვს, რომ იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპას, კიდევ უფრო მეტი საქმის გაკეთებას, მეტი რეფორმის განხორციელებას მოითხოვს.

 

მჯერა, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ევროპული სახელმწიფოები წელს მიიღებენ ერთადერთ სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და საქართველოსა და ქართველ ხალხს მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს. იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და ჩვენი ხელისუფლება იმსახურებს კანდიდატის სტატუსს“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner