ავტორი თამუნა ნათაძე
„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე „რეპორტიორთან" საუბარში ეხმიანება ბიძინა ივანიშვილის შეფასებას, რომ საერთო სასამართლოები „ნაციონალური მოძრაობის" უხეში მმართველობისგან გათავისუფლდნენ.
„ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერები საუბრობენ, რომ დღეს ხელისუფლება აკონტროლებს სასამართლოს, რომ ივანიშვილის დაქვემდებარებაშია სასამართლო... ჯერ ივანიშვილი რა შუაშია საერთოდ სასამართლოსთან და მეორე - როგორ არის სასამართლო ხელისუფლებას დაქვემდებარებული, როდესაც ყოფილი მაღალჩინოსნები ძალიან ბევრ ეპიზოდში იქნენ გამართლებულნი? ამასთან ერთად სასამართლო რეფორმები, რომელიც დღეს ტარდება ქვეყანაში და ის სასჯელთა შეკრებითობის წესი, რომელიც გაუქმდა, ესეც წინგადადგმული ნაბიჯია. მაგალითად, ვანო მერაბიშვილს და გიგი უგულავას გაცილებით ხანგრძლივი სასჯელი ექნებოდათ შეფარდებული, რომ არ შეცვლილიყო ეს წესი. აქედან გამომდინარე ფაქტები მეტყველებს, რომ დღეს მართლაც არ არის სასამართლო ხელისუფლების დაქვემდებარების ქვეშ", - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.