logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ქართველი ხალხისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სურვილი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის პატივისცემით, თანასწორობის პრინციპებით მოქმედი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობაა
- +

6 მაისი. 2023. 15:45

 

 

ძვირფასო სტუმრებო, პირველ რიგში, მსურს მოგილოცოთ ევროპის დღე, ევროპის, რომელიც არა მხოლოდ გეოგრაფიული მოცემულობა, არამედ ღირებულებებისა და ფასეულობების ადგილია. ევროპის დღეს ვზეიმობთ ყველანი, ვისთვისაც თავისუფლება, თანასწორობა და სოლიდარობა, ქრისტიანული იდენტობა და ჰუმანიზმი, ინდივიდუალური და ეროვნული მსოფლმხედველობის განმსაზღვრელი პრინციპებია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპის დღის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„დღეს ევროპა უმძიმესი გამოწვევების წინაშეა. წელიწადზე მეტია რაც ომის დამანგრეველ შედეგებს ვუყურებთ და ამ ვითარებით გამოწვეულ ტრაგედიებისა და კრიზისების ფონზე კიდევ უფრო აშკარა და ცხადია მშვიდობის ფასი. მშვიდობის, რაც თავის დროზე ევროკავშირის შექმნის იდეას დაედო საფუძვლად და რამაც მისი განხორციელება გახადა შესაძლებელი.

 

ჩვენმა ხალხმა როგორც წარსული, ასევე უახლესი ისტორია ძალიან კარგად იცის და აქედან გამომდინარე, კარგად იცის თუ რას ნიშნავს ომი და სისხლისღვრა, დევნილობა და მოუშუშებელი ჭრილობები. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის მშვიდობის სადარაჯოზე ვიდგებით.

 

ქართველი ხალხისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სურვილი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის პატივისცემით, თანასწორობის პრინციპებით მოქმედი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობაა, რასაც ჩვენი საზოგადოების განწყობა და ხელისუფლების მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები ადასტურებს“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner