logo_geo
eng_logo
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ისტორიული შანსია, რათა ქვეყანა გახდეს ერთიანი, უსაფრთხო და ეკონომიკურად ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი
- +

6 მაისი. 2023. 16:05

 

 

ჩვენ აქ „ევროპის დღის“ აღსანიშნავად შევიკრიბეთ, რომელსაც საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება. ეს დიდი წარმატებაა, - ასე მიმართა ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს.

 

იგი მიესალმა პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, დედაქალაქის მერს და მიწვეულ საზოგადოებას. ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ისტორიული შანსია, რათა ქვეყანა გახდეს ერთიანი, უსაფრთხო და ეკონომიკურად ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი.

 

„ჩვენ აქ „ევროპის დღის“ აღსანიშნავად შევიკრიბეთ, რომელსაც საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება. ეს დიდი წარმატებაა. შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, რაც კიდევ უფრო დაახროვებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან. ამ მიზანს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. ეს ისტორიული შანსია იმისთვის, რომ გახდეთ ერთიანი, უსაფრთხო და ეკონომიკურად ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი. ამიტომ, ახლა მოქმედების დროა. იმედია, დროს სასიამოვნოდ გაატარებთ მეგობრებთან, კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. გაეცნობით ჩვენი, ევროპის გუნდისა და ჩვენი პარტნიორების საქმიანობის შედეგებს. ეწვევით ევროსოფელს, რომელიც ევროკავშირის მრავალფეროვნებას წარმოაჩენს თავისი ისტორიით, კულტურითა და ტრადიციებით. გილოცავთ „ევროპის დღეს“ - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner