logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია გათვითცნობიერებული გვქონდეს, რომ ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ. ჩვენ ვართ ევროპული კულტურის ჩამოყალიბების მონაწილეები
- +

6 მაისი. 2023. 16:40

 

 

“მნიშვნელოვანია გათვითცნობიერებული გვქონდეს, რომ ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ. ჩვენ ვართ ევროპული კულტურის ჩამოყალიბების მონაწილეები. ჩვენი კონტრიბუცია ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში არის დიდი”, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ევროპის დღის გახსნის ცერემონიის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ ყველას მიულოცა ევროპის დღე და აღნიშნა, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე დიდ პროგრესს მიაღწია.

 

„ევროპას ისტორიულად ჰქონდა სხვადასხვა ფორმა, სტრუქტურა. დღესდღეობით ევროპის განსახიერება არის ევროკავშირი და ამიტომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ, როგორც ევროპული ქვეყანა, ევროპის ცივილიზაციის შექმნის თანამონაწილეები, ვიყოთ სწორედ ამ კავშირის ნაწილი. პროგრესი, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია ევროკავშირთან დაახლოების მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ ახლა გადაითარგმნოს კონკრეტულად კანდიდატობის სტატუსზე მოლაპარაკებების დაწყებასა და შემდგომ წევრობის საკითხებში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner