logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს დღეს ჰყავს ყველაზე ევროპული ხელისუფლება, რომელიც კი ჰყოლია ბოლო 30 წლის განმავლობაში
- +

6 მაისი. 2023. 16:52

 

 

საქართველოს დღეს ჰყავს ყველაზე ევროპული ხელისუფლება, რომელიც კი ჰყოლია ბოლო 30 წლის განმავლობაში,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

მისივე თქმით, ეს არის პირველი ხელისუფლება, რომელმაც საქართველოს ევროპასთან დაახლოების ყველაზე ხელშესახები წინსვლა მოუტანა.

 

„ჩვენ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია, ევროპასთან ეკონომიკური დაახლოება და საქართველოს ხელისუფლებაში ჰყავს პირველი პარტია, რომელიც ერთადერთი პარტია იყო მთლიანად პოლიტიკურ ლანდშაფტში, რომელმაც მიზნად დაისახა ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გაკეთება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner