რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში აცხადებენ, რომ ნახევარკუნძულს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს.
როგორც ყირიმის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ამტკიცებენ, სულ თავდასხმაში 10 უპილოტო აპარატი მონაწილეობდა. მათივე ინფორმაციით, სულ მცირე, ერთი მათგანი სევასტოპოლის თავზეა ჩამოგდებული. კიდევ ორი ზღვაში ჩავარდა, ხოლო ერთი ტყის მასივში იპოვეს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სევასტოპოლში არც ერთი ობიექტი არ დაზიანებულა.