ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ვანში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ელისო კილაძის გამოხმაურებაზე წერს.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ელისო კილაძემ ეს ყველაფერი საზოგადოების ყურადღების გადასატანად დაიწყო.
ექსპერტის თქმით, მისი სათავისო უკუღმა დატრიალებით ცდილობს მის მიტანას ზოგიერთ კოკინაშვილ პელაგიამდე! ეტყობა ჟურნალისტ ასინეთა-ელისტრახოს ვერ გაუგია, რომ ქოლცენტრებით სავსე კოკა გაუტყდა!
„ევროპელ პენსიონერთა სავარაუდო მძარცველი ე.წ. ჟურნალისტი ელისტრახო, იგივე ასინეთა წაასწრეს მთხლეზე და ისიც შეუდგა მისი მომძღვნელი პურისა და სარჩოსი კეზერა-სეთურ-აბელის გათეთრება-გალამაზებას!
საზოგადოების ყურადღების გადასატანად დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო!
გაახსენდა, რომ ერთ დროს ჟურნალისტი იყო და მოძებნა ვანში, რაღაც მართლაც სამარცხვინო და საშინელი ამბავი და მისი სათავისო უკუღმა დატრიალებით ცდილობს მის მიტანას ზოგიერთ კოკინაშვილ პელაგიამდე!
ეტყობა, ჟურნალისტ ასინეთა-ელისტრახოს ვერ გაუგია, რომ ქოლ-ცენტრებით სავსე კოკა გაუტყდა!
იცნეს, დასტებად იღვრება ბრონირებული ჯიბიდან ევროები და პელაგიებსაც ვეღარ ატყუებს, მანამდე ათასჯერ ნაცადი, აწ უკვე გაცვეთილი ოინებით!
ეჰ, ასე იცის, ასე!
„ნუ დაუწყებ სხვას ორმოს გათხრას, თორემ თავად აღმოჩნდები შიგო“, - ღაღადებს ძველი „ჰინდური“ ანდაზა!“ - წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.