logo_geo
eng_logo
შსს: არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება 1 მაისს დაიწყო
- +

7 მაისი. 2023. 14:45

 

 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალაზე, სადაც სავარაუდოდ სექსუალური შევიწროებაა ასახული, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, ვანის რაიონულ სამმართველოში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, არასრულწლოვანების მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

 

მათივე ცნობით, არასრულწლოვანები კანონიერი წარმომადგენლის, მშობლის თანდასწრებით გამოიკითხნენ. ჩატარდა ასევე არაერთი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის დამატებით გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, სკოლის მოსწავლეები, სკოლის პედაგოგები. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება. ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება.

 

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მოსწავლეებს სიტყვიერად და ფიზიკურად ავიწროებდა. ვიდეომასალა მოსწავლეებმა გაავრცელეს. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანებმა მომხდარის შესახებ მშობლებს უამბეს, რის შემდეგაც საქმეში პოლიცია ჩაერთო. მომხდარის გამო თანამდებობა დატოვა სკოლის დირექტორმა, რომელიც მძღოლის მეუღლეა

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner